“ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ისრაელის წარმოდგენაზე (ჰასბარაზე) მუშაობენ. ეს საქმიანობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის 80%-ს მოიცავს და ამიტომ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს ემსახურება. ამასთან, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის …

კმდს-ს ხელმძღვანელი ბათუმის ძველი სინაგოგის შესაძლო დანგრევაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის. “თუკი საქართველოს ებრაელთა კავშირს ან სხვას ექნება შენობის იგივე ფორმატში რესტავრაციის სურვილი, ჩვენ მზად ვართ, ისევე როგორც სხვა ეკლესიების შემთხვევაში, ვიყიდოთ პროექტი. დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სააგენტო მზადაა გამოაცხადოს ტენდერი რესტავრაციაზე,” – …

დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უვლის, კერძო პირები აღადგენენ. სინაგოგა რამდენიმე წელია უკვე მიტოვებულია და დანგრევის პირასაა. ძეგლის აღდგენის ინიციატორები სამომავლოდ შენობაში მუზეუმის გახსნის იდეასაც განიხილავენ. სინაგოგის აღდგენის ინიციატორებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. შენობის გადარჩენის მიზნით ის დაფინანსების მოპოვებას დიდი ხანი ცდილობდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, …

ორი ქვეყნის შვილები – ბათუმელი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში

„იერუსალიმში ცხოვრებისას სულ ბათუმი მენატრებოდა. ახალ ბულვარში მინდოდა წასვლა და სეირნობა. საქართველოში როგორც კი ჩამოვედი და ბათუმში ჩამომიყვანეს, მაშინვე მოვითხოვე, ახალ ბულვარში წამიყვანეთ-მეთქი,“ – ამბობს 11 წლის ანასტასია მიხელაშვილი (მიხაელი), რომელსაც ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება. ანასტასია ორ წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც საცხოვრებლად ისრაელში წაიყვანეს. ბაღში იარა იერუსალიმში და ახლა განათლებას ივრითზე იღებს. ბილინგუალია. ლაპარაკობს …

ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს

ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო. ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.

Exit mobile version