სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია-რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონის უტენდეროდ დახარჯვას ითხოვს

სვეტიცხოვლის ტაძარზე სხვადასხვა სახის სამუშაოების „შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 5 მილიონი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს.  „ჩასატარებელი ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის – დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირების, ჰოლისტიკური კონსერვაციის, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, მონიტორინგის, მართვისა და პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებების, …

სვეტიცხოველში წყალმა გაჟონა – „ოცნების“ მთავრობა დროებით გადახურვაზე თანახმაა  

„ოცნების“ მთავრობა თანახმაა მომზადდეს სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის პროექტი, ხოლო პროექტირებისთვის საჭირო სამუშაოები [ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა, ინტერიერში და ექსტერიერზე ხარაჩოს მოწყობა] კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდოს. შესაბამის განკარგულებებს ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს მოაწერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, …

სვეტიცხოველს დროებით გადახურავენ – „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საჭიროა პროექტირება და სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის დროებითი გადახურვის მოწყობა. სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“. …

Exit mobile version