გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემის წესი და ფასები განსაზღვრა

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟებზე მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებისათვის საიჯარო გადასახადი – 1 კვ/მ ნაკვეთზე – 60 ლარი, ხოლო საპლაჟო ინფრასტურუქურის განთავსების მიზნით 1 კვ/მ-ზე – 29 ლარით განსაზღვრა. ბაზიერების პუნქტის განათვსების მსურველებისთვის კი, 1 კვ/მ-ის საწყისი ფასი 134 ლარი იქნება. ბათუმის მერიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში აუქციონის წესით განსაკარგი მიწის ნაკვეთების საფასურს ადგენს, საკრებულომ …

სად იქნება შესაძლებელი ბუნგალოს მოწყობა კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე

ბათუმის მერიამ კვარიათისა და გონიოს პლაჟები 41 სექტორად დაყო, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვები იქნება ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა. ამ სექტორებს მერია მომავალში შესაბამისი პირობებით იჯარით გასცემს. „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გამოითხოვა რუკები, რომლებზეც ეს სექტორებია დატანილი. ყოველი სექტორის სიგრძე განსაზღვრულია 100 მეტრით ზღვის ნაპირის გასწვრივ. ამასთან, ზოგ სექტორში დასაშვებია …

Exit mobile version