სეტყვა გომისმთაზე – დაზიანდა მანქანები და კარტოფილის ბაღები

კურორტ გომისმთაზე სეტყვა მოვიდა. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით წუთნახევარს გაგრძელდა და დააზიანა ბაღები, სახლის და ავტომანქანების სახურავები. „მზიანი და კარგი ამინდი იყო, ისე მოულოდნელად მოვიდა სეტყვა, ვერც კი მოვასწარი მანქანაზე რამე გადამეფარებია, მანქანების საქარე მინები დაამტვრია სეტყვამ, ბევრი სახლის სახურავიც დაზიანდა, დაისეტყვა და განადგურდა კარტოფილის ბაღებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირზა ნაკაშიძემ. სეტყვის შემდეგ გომისმთაზე ისევ …

ქობულეთში ლეღვა და აჭყვა დაისეტყვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლები დაისეტყვა. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დათვლილი არ არის რა ზიანი მიადგა სეტყვის შედეგად მოსახლეობას. დაისეტყვა სოფლები აჭყვა და ლეღვა, სადაც მოსახლეობას ციტრუსის ბაღები აქვს. თუმცა, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, დააზიანა თუ არა სეტყვამ მანდარინის ნაყოფი, ამის შესწავლა მხოლოდ გამოდარების შემდეგ არის შესაძლებელი, „რადგან წვიმაში დაზიანება ნაყოფზე არ ჩანს“. მერიის ინფორმაციით, …

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა …

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს – აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებს 900 ფერმერი და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაიცემა კომპენსაცია. ივნისის შუა რიცხვებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და …

„ნათესები და ნარგავები გაგვინადგურდა, დაგვეხმარეთ“ – სეტყვა აჭარის 21 სოფელში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ 21 სოფელი დააზარალა. დაახლოებით 200-ზე მეტ ოჯახს, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები გაუნადგურა. ხულოში, გუშინ და დღეს, 3 ადმინისტრაციული ერთეულის 15 სოფელი დაისეტყვა. „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნიდან დაუკავშირდა ნანა შაინიძე, რომელმაც თქვა, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალი ძალიან დიდია. „ყველაფერი განადგურებულია. ყურადღებას არავინ გვაქცევს. როცა თხილვანის სეტყვის ვიდეო ვნახე თქვენს გამოცემაში, გადავწყვიტე, …

სეტყვამ ქედასა და შუახევში ნარგავები გაანადგურა, როგორ დაეხმარება მთავრობა დაზარალებულებს

მუნიციპალიტეტების მერები ქედისა და შუახევის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან, სეტყვამ სოფლებში ერთწლიანი ნარგავები შაბათს, 14 ივნისს, დააზიანა. დაახლოებითი მონაცემებით, რაც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოგვაწოდა, სოფლებში – დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მოსავალი გაუნადგურდა 130-მდე ოჯახს: „სხვაგან შედარებით ნაკლებია ზიანი. კომისია შექმნილია და დაზუსტებაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ოჯახების იდენტიფიცირება დასრულდება, კომისია დაასურათებს …

სეტყვამ ქედის სოფლებში ნარგავები გაანადგურა [ვიდეო]

ქედის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის ფოტო და ვიდეო მასალას. მათი ინფორმაციით, სეტყვამ ერთწლიანი ნარგავები გაანადგურა. ქედის მერის, ლევა გორგილაძის თქმით, ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც მუშაობს ხვალიდან დაიწყებს. „ძირითადად ძლიერი სეტყვა სხვადასხვა ინტენსივობით იყო ცხმორისის, დანდალოს და მერისის რამდენიმე სოფელში,“ – ამბობს ლევან გორგილაძე. See more  

ხულოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

დღეს, 14 ივნისს, ხულოში, ღორჯომის თემში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. „დაისეტყვა ღორჯომის თემის 5-6 სოფელი, ასევე აგარის და საციხურის ადმინსტრაციული ერთეულები. ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია ნათესები, მაგრამ რა ხარისხით, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ამ დროისათვის გასულია ხულოს მერი სოფლებში და ეცნობა სიტუაციას მოადგილესთან ერთად“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში. 12 ივნისს სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის დააზარალა, სადაც დაზიანდა მიწის …

დასეტყვილი სოფლები აჭარის მაღალმთიანეთში – სტიქიის შედეგები

12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს  სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები. მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია. კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის …

რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია. „მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ …

სეტყვამ მანდარინი დააზიანა

“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც …

Exit mobile version