გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას ვითხოვთ – სკოლის დირექტორობის კანდიდატი

„არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, პარტია ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს. ადამიანი მისი ცოდნის შესაბამისად უნდა ფასდებოდეს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე „ბათუმელებთან“. ის სხვა 30 პედაგოგთან ერთად სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებს აპროტესტებს და ხუთი თვეა განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. რატომ მიიჩნევს ის …

როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა. განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ბრძანება სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ. „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ჰკითხა, …

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. სერტიფიცირება მოიცავს ორ ეტაპს – ტესტირებასა და გასაუბრებას. დირექტორობის სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 24 ოქტომბერს იწყება. სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ. „2020 წელს გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებულ პირებს ხელახალი რეგისტრაცია აღარ …

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესს იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ  განათლების სამინისტროს ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყება და  17 თებერვალს დასრულდება. კონკურსი არ ეხება სკოლის იმ მოქმედ დირექტორებს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებს, ვისაც აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი.  მაგრამ, როგორც სამინისტროში …

სოციალური მუშაკების გადამზადება იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის …

ვისთვისაა სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება საჯარო სამსახურში დასასაქმებლად

საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველი ვალდებულია გაიაროს სერტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელსაც ვაკანსიის დასაკავებლად გამოაცხადებს ესა თუ ის საჯარო დაწესებულება. სერტიფიკატის ქონა აუცილებელი იქნება 2019 წლის იანვრიდან გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესსა და თემატიკას, ის საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 22 …

Exit mobile version