რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა  

თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში  თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა  შემოსავლები ჰქონდა. ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი …

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014-2017 წლები 76,7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, თუმცა, ამავე პერიოდში პრემიის სახით 12,1 მილიონი ლარი გასცა. აღნიშნული წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ამ პრემიის გაცემის საფუძველი არ ჰქონდა. „2014-2017 საანგარიშგებო წლები ელექტროსისტემამ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ასევე, უარყოფითი ფინანსური შედეგებია ოთხივე …

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, …

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას …

Exit mobile version