ტაქსისტი ქალი: კაცი ტაქსის მძღოლები მავიწროებენ და არ მამუშავებენ, ქალს ქუჩაში რა უნდაო

ბათუმში, ევროპის მოედანთან, მაია იმნაძე მეორე წელია საკუთარი ავტომანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევხვდით. მაია ამბობს, რომ კაცი ტაქსის მძღოლები ავიწროებენ, სიტყვიერად შეურაცხყოფენ სისტემატურად და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. „მეორე წელია, რაც ტაქსისტად დავიწყე მუშაობა. მარტოხელა დედა ვარ, მანამდე 8 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი,“ – გვიყვება მაია იმნაძე. მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაცია მაშინ …

რატომ დაგვიანდა ყოფილი ფოსტის ადგილზე სასტუმროს ოფიციალურად გახსნა

ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI“-ის ოფიციალურად გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. კომპანია „აქთივ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამუშაოები შენობის რემონტის დასრულებაზე და ზაფხულის სეზონამდე ვაპირებთ სასტუმროს გახსნას, ასე ვთქვათ, სამთავრობო დონეზე. წმინდა ტექნიკური დეტალები გვაქვს დარჩენილი, რასაც მალე დავასრულებთ“. მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, შენობა ექსპლუატაციაში გაშვებულია, მუშაობს კაზინო „პრინცესა“ …

სასტუმრო “პრინცესას” მიერ მითვისებული ტროტუარი

“სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი თითქმის სრულად არის ათვისებული, რის გამოც გამვლელები იქვე გაჩერებულ მანქანებს გარსუვლიან და მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ სტანდარტის მიხედვით ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80 სანტიმეტრი და მაქსიმუმ 150 …

სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან. Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, …

Exit mobile version