გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისთვის დადასტურებული ექნებათ COVID 19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან. ამავე ბრძანებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში (ნაწილებში), რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო. ცენტრი ასევე უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა …

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ. ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტს 4334 კანდიდატი აბარებდა, B ტიპის ტესტს – 3937, ხოლო C ტიპის ტესტს  – 1963 კანდიდატი. წაკითხულის გააზრებაში – A ტიპის ტესტში  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 22.9 პროცენტმა, B-ში – 16.3-მა, ხოლო C ტიპის ტესტში – 23.3-მა პროცენტმა. ამ კატეგორიაში A ტიპის …

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

დღეს, 4 აპრილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა …

Exit mobile version