საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა 3 მოადგილე ჰყავდეს – ხარჯები 7 მილიონით გაიზრდება

პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციიდან თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ამ ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. თბილისის გარდა აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა [ორი იმ ქალაქებში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია]. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს თანამდებობის პირების რაოდენობა და, შესაბამისად, ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება – გარდა თანამდებობის პირის ხელფასისა, მოადგილეს ავტომანქანა ემსახურება და …

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ:)“ – მაშველ ქალებზე საკრებულოს წევრის დისკრიმინაციული გამონათქვამი 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, რომა დოლაბერიძეს საკრებულოს წევრთან, ენმ-ის წევრ ნოდარ დუმბაძესთან, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა: …

„ამომრჩეველს არასდროს დავემალები, ნებისმიერ დროს მზად ვარ მათთან ურთიერთობისთვის“

პროფესიით ექიმი და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ართმელაძე 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობამ ბათუმის საკრებულოში„ქართული ოცნების“ გონიო-კვარიათის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. იგი აჭარაში დაიბადა, თუმცა საშუალო და უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. წარმატების პიკში მყოფმა, მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია. „საქართველოდან წასვლის დღიდან არ ყოფილა წუთიც კი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ მეფიქრა. არა მარტო მე, …

Exit mobile version