ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. დღეს, 17 აგვისტოს, „ლელომ“ სარჩელი საკონსტიტუციო სამარულოში შეიტანა. სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ემიგრანტებს მოუწოდა ამ საჩივარს შეუერთდნენ: „ათასობით ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვეს საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ …
Tag Archives: საკონსტიტუციო სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება ჟურნალისტების სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ჟურნალისტების სარჩელის განხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ჟურნალისტები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის შესახებ. „გიორგი კიკაბიძე, გენადი ქვაჩახია, ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ – ასე ჰქვია გაერთიანებულ კონსტიტუციურ სარჩელებს. სადავო რეგულაციები პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტს ავალდებულებს, საქართველოს პარლამენტის …
პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ
„გაურკვეველია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა სარჩელის ელექტრონული ვერსიის აუცილებლობასთან დაკავშირებით. სად ვნახო კომპიუტერი? იქნებ არც ერთი ადვოკატი არ იღებს საქმეს? მაშინ არ მაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება სამართლიანობისთვის?“ – კითხულობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი, ლეონიდე მიქაბერიძე. რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მის სარჩელზე ხარვეზი დაადგინა – სასამართლომ პატიმარს წარმომადგენლის დანიშვნა და სარჩელის ელექტრონული ვერსია მოსთხოვა. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ …
Continue reading “პატიმარი: საკონსტიტუციომ ხელით შევსებული სარჩელი არ ჩაიბარა, ელექტრონულს მთხოვენ”
„სახარების რწმენის ეკლესიის“ სარჩელი საკონსტიტუციომ დაუშვებლად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილების დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვდა. მთავრობის გადაწყვეტილება შეეხებოდა ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის, – (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესია) საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის უფლებადამცველების თქმით, ამ სარჩელით ნაჩვენები იყო ის, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ ხდებოდა რეალური ზიანის ოდენობის …
Continue reading “„სახარების რწმენის ეკლესიის“ სარჩელი საკონსტიტუციომ დაუშვებლად ცნო”
საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს
„ჩვენ მოვითხოვთ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს, 16 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნაა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. ეს მუხლი ადგენს მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკს – 65, ქალებისთვის …