მინისტრმა მიმართა სტუდენტებს, თუმცა ერთი სიტყვითაც არ ახსენა მათი პრობლემები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა. „გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი. საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც …

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 სექტემბერს ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე №1-ის მიმდებარედ კვლევითი ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას გამართავს. 18 სექტემბერს კი, ბათუმში,  ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის მშენებლობა დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი და მიწვეული სტუმრები კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პროექტისთვის ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ შესარულებს. 200 …

ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო …

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ …

Exit mobile version