მოსალოდნელია ტემპერატურის მკეთრი მატება – საგანგებოს განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება. „ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება  ტყისა და მინდვრის ხანძრის გაჩენის რისკი.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები …

ბათუმის ტერმინალზე ხანძრის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი …

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია …

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს, 24 ივნისს, დილით იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ას კაცი.  მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, 23 ივნისს, შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მყინთავები ეძებდნენ.

გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს

კურორტ გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები. …

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში 45 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 45 შეტყობინება დაფიქსირდა. საგანგებოს ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. „აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა. მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავეს. გამოძახების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა,“- ნათქვამია აღნიშნული …

ბათუმში, ადამიანები ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. ჩამოშლილი სახურავის ქვეშ მოექცნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.  

Exit mobile version