22 ვაკანსია ბათუმის საბავშვო ბაღებში – საკონკურსო ბარიერი 186-დან ექვსმა გადალახა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 186 პირი მონაწილეობდა, თუმცა აქედან ბარიერი მხოლოდ 6-მა კონკურსანტმა გადალახა.  კონკურსის შედეგების მიხედვით, 22 ადგილი ისევ ვაკანტურია. საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღის გამგის პოზიციაზე ბარიერი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გადალახა. უფროსი აღმზრდელის პოზიციაზე ბარიერი დაძლია მხოლოდ ერთმა, ხუთმა კი ბარიერი აღმზრდელის …

რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ბაღები ავტორიზაციას – რას ითხოვს ახალი სტანდარტი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ავტორიზაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ. ავტორიზაცია მოიცავს როგორც ბაღების სანიტარულ-ჰიგიენურ და კვების, ასევე ინფრასტრუქტურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტებს. რა ხდება ბათუმის საბავშვო ბაღებში და შეესაბამება თუ არა მათი სტანდარტი ავტორიზაციის მოთხოვნებს? ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში არსებული საბავშვო ბაღების შესახებ მერიას ანგარიში წლის …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგებად არაფსიქოლოგები მუშაობენ

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 32 ფსიქოლოგის შტატია. თუმცა როგორც ბაღების გაერთიანებაში გვეუბნებიან, დასაქმებული პირებიდან მხოლოდ ოცია განათლებით ფსიქოლოგი, 12 კი – გადამზადებული. ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდოლოგიის მიმართულებით, ზაირა ქაჯაია „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგის დიპლომის არმქონე პირების კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. „მე არ ვიცი, ვინ აიყვანა სამსახურში …

რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში

საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც  ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია. ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა …

Exit mobile version