უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით 44 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ” შეიტანეს. ანალოგიური მოთხოვნით სარჩელის შეტანას სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ. ხვალ, 7 აპრილს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია “ეს შენ გეხება” შეიტანს. ამ კამპანიის ფარგლებში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებიც ავსებენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 300-მდე …

გიორგი მასალკინი: არ არის გამორიცხული მეც დავტოვო პარტია

„ის რაც თქვა დავით უსუფაშვილმა, მეც ასე ვფიქრობ. ანუ, დაგროვდა გარკვეული შიდა პრობლემები, მენეჯმენტური, პრაქტიკული ხასიათის და არჩევნების შემდეგ ეს პრობლემები იჩინეს თავი. ამიტომ ახლა ყველა პარტიის წევრი დადგება არჩევანის წინაშე.“ „ბათუმელების“ კითხვაზე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ პარტიის დატოვებას პარტიის ლიდერის შემდეგ? გიორგი მასალკინი გვეუბნება, რომ დავით უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ის დგას არჩევანის წინაშე. „მე უკვე …

ზაურ ახვლედიანი: ჩემთვის დავით უსუფაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება მისთვის მოულოდნელი იყო. „დავით უსუფაშვილის განცხადება არ მომისმენია, ჩემთვის მოულოდნელია ეს ამბავი,  არც მანამდე მსმენია მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე. ვფიქრობ, მისი მხრიდან პარტიის დატოვება სხვა წევრებზეც გარკვეულწილად იმოქმედებს და შესაძლებელია ახალგაზრდების ნაწილმაც დატოვოს პარტია და არა მხოლოდ …

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …

დეპუტატობის კანდიდატი: ივანიშვილის ლანძღვამ ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა

ტრისტან ჯინჭარაძე ქობულეთის 71-ა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია „რესპუბლიკური პარტიიდან“. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ უცხოვრია. ამის მიუხედავად ქობულეთელებისგან პარლამენტის მანდატის მიღების მოლოდინი აქვს. ამჟამად არის საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის საკრებულოს წევრი. პოლიტიკურ პროცესებში 2007 წლის შემდეგ ჩავერთე, ცნობილი მოვლენების შემდეგ. მანამდე 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. 2007-ში ჩავთვალე, რომ აღარ შეიძლებოდა მოვლენებისთვის გვერდიდან …

ხათუნა სამნიძე: ქალი ამომრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბათუმში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის #69-ე საარჩენო ოლქში. ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს კენჭი გეყარათ ბათუმში, ეს მხოლოდ იმითი იყო განპირობებული, რომ ბათუმელი ხართ თუ სხვა სტრატეგიაც აქვს პარტიას? ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ხაზი გაუსვა …

“რესპუბლიკელები” ბათუმში თურქული სკოლის გახსნაზე

“მოვითხოვთ, დროებით შეჩერდეს სკოლის ფუნქცინირება, ვიდრე კითხვებს არ გაეცემა პასუხი და საქართველოს კანონმდებლობა არ გავრცელდება ამ სკოლაზე,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დღეს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძე ბათუმში ორი დღის წინ თურქული სკოლის გახსნას გამოეხმაურა. “თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა ბევრ …

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან. „პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ. „ვიდრე პარტიას დატოვებდა, …

ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში

მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში. მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ …

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

დავით ბერძენიშვილი: „ივანიშვილი პოლიტიკური ცუნამის როლში“

Exit mobile version