„ბინის რემონტის დაპირებით 120 ათასი ლარი მიისაკუთრა“ – შსს-მ 1 პირი დააკავა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. შენობის ჩამონგრევის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელზეც ამჟამად მუშაობენ. თუმცა ითქვა, რომ კორპუსის ჩამონგრევა მზიდი ანუ საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. რა ევალება როგორც ბინის მეპატრონეს, ასევე სამუშაოების შესრულებისთვის დაქირავებულ პერსონალს და რა შემთხვევაშია დაუშვებელი თვითნებური ცვლილება საცხოვრებელ სახლებში. ამ თემაზე „ბათუმელები“ არქიტექტორ გიორგი რამიშვილს …

5 ნაბიჯი ლამინატის სწორად შესარჩევად

თანამედროვე ლამინატი ერთ-ერთი პოპულარული, უნივერსალური და იაფი საფარია სახლისა და ოფისის იატაკისთვის. ამ მასალის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად სულაც არ არის საჭირო, ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. არადა, ამ არჩევანის წინაშე დღეს ბევრი ჩვენგანი დგას, ვინაიდან რემონტების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვას“ მენეჯერები კვალიფიციურ რჩევებს აძლევენ მომხმარებლებს, რათა ზუსტად ის ლამინატი …

BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს – წებო-ცემენტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის

კერამიკული თუ კერამოგრანიტის ფილების შერჩევის შემდეგ მთავარი საკითხია, რომელი წებო-ცემენტით უნდა დაიგოს ის. „ნოვაში“ წარმოდგენილია წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS, რომელიც საუკეთესოა როგორც იატაკზე, ისე კედელზე ფილების გასაკრავად.  წებო-ცემენტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ „ნოვას“ პროფესიონალ კონსულტანტებს, რათა უნებლიე შეცდომებისა და, შესაბამისად, ზედმეტი დანახარჯებისგან თავი დაიზღვიოთ. კონსულტანტს აუცილებლად უნდა უთხრათ, სად აპირებთ წებო-ცემენტის გამოყენებას – ინტერიერში თუ ექსტერიერში. …

700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის …

Exit mobile version