სააკაშვილი რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები,“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა. რამაზ დევაძე პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 2015 წელს გაასამართლეს, მას 12 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. „დღეს …

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის …

მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი: შეკვეთილ განაჩენს არ შევეგუებით

 

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მოჭიდავე რამაზ დევაძეს სასამართლომ 12 წელი ახლახან მიუსაჯა. გასულ კვირას რამაზ დევაძის დედა – ნაზი ბერიძე და კიდევ ერთი ახლობელი (ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) “ბათუმელებს” დაუკავშირდნენ და ამ საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებზე ისაუბრეს. “ბათუმელები” სტილის დაცვით გთავაზობთ მათ ინტერვიუს.

სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ვიდეო კადრები აჩვენეს, რომელიც 27 დეკემბერს ღამის კლუბ „ლეგასის“ სათავალთვალო კამერებიდან იქნა ამოღებული. 27 დეკემბერს „ლეგასიში“ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალი  სპორტსმენ რამაზე დევაძეს აქვს წაყენებული.

Exit mobile version