რაგბი – ბათუმის„ბათუმი“ VS რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“

ამ წუთებში ბათუმის „რაგბი არენაზე“, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენსთან“ შესახვედრად ემზადება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით „ფლეი ოფში“ მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.      

კოკი თხილაიშვილი გულშემატკივარს სტადიონზე უხმობს – გადამწყვეტი თამაში ბათუმში, 16 დეკემბერს

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“, შაბათს, 16 დეკემბერს, რაგბი არენაზე რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენს“ შეხვდება. მატჩის შედეგი განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა გუნდი ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფში. გუნდის შესაძლებლობებზე  გთავაზობთ ინტერვიუს “ბათუმის” მორაგბე გიორგი [კოკი]  თხილაიშვილთან. გიორგი ასევე  თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. გიორგი, რატომ არის „ბათუმისთვის“ მნიშვნელოვანი „ტიმიშოარა სარასენსთან“ დაგეგმილი შეხვედრა? 16 დეკემბერს გვაქვს …

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასს ბათუმში დღეს ჩამოიტანენ

დღეს, 20 მაისს 12:30 საათზე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსოფლიო თასს ბათუმში შემოიტანენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მსვლელობა თამარის დასახლებიდან, ჭადრაკის სასახლესთან დაიწყება, ხოლო ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბათუმის რაგბის სტადიონზე 13:20 სთ-ზე გაიმართება“. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის …

მერია ახალ სარაგბო ბაზას რვა მარტს გახსნის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ფონდი „ქართუ“  ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს. სარაგბო ბაზის გადაცემას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრება. ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. ოფიციალური ინფორმაციით,  ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, …

ქედელი მორაგბეების მეორე სეზონის წაუგებელი სერია

სარაგბო კლუბი ქედაში ორი წლის წინ ქედელმა ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს, გუნდი დასავლეთ ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონია ასპარეზობს. 2016-2017 წლის სეზონზე „ფირალებმა“ რვა თამაში გამართეს, ყველა მოიგეს და მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდებს შორის 35 ქულით ლიდერობენ. ქედის სარაგბო კლუბი „ფირალები“ ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ასპარეზობა ქედელმა მორაგბეებმა მეორე ლიგაში 2014 წლის ზაფხულში დაიწყეს. არსებობიდან დღემდე „ფირალებმა“ ჩემპიონთა …

ბათუმის კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდა

ბათუმის სარაგბო კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ, შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. 16 მონაწილე გუნდიდან ოთხი გამოეთიშა ჩემპიონატს, დარჩენილი 12 გუნდი კი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში, ფოთსა და თბილისში გაიმართება. გუნდის მწვრთნელის, გიორგი სვინტრაძის თქმით, ამ ჩემპიონატისთვის გუნდს მოსამზადებლად ბევრი დრო არ ჰქონდათ, რადგან ძირითად აქცენტს ეროვნულ …

ბათუმში, რაგბის მოედანზე, მწვანე საფარს აგებენ [ფოტო]

ბათუმის მშენებარე სარაგბო სტადიონის მთავარ მოედანზე ბუნებრივ მწვანე საფარს აგებენ. უკვე დასრულებულია ხელოვნური საფარის დაგება ერთ-ერთ მოედანზე. მესამე, შედარებით პატარა მოედანი კი ქვიშისსაფარიანი იქნება. ბათუმის სარაგბო სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

გიორგი თხილაიშვილის რაგბის გზა

სახელი და გვარი: გიორგი (კოკი) თხილაიშვილი ასაკი: 24 სიმაღლე: 1.79 წონა: 105 მას ვერც კი წარმოედგინა, რომ 8 წლის ბიჭი, რომელიც ნოემბრის სუსხიან დღეებში, ვარჯიშის შემდეგ, სოფელში, ცივ მდინარეში იმიტომ იღებდა შხაპს, რომ ნამდვილი საშხაპე თვალითაც არ ენახა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დასაყრდენი მოთამაშე გახდებოდა. მისთვის ლეგენდას ჰგავს სტადიონებზე იმ ხალხთან შერკინებაც, ვისი ფანიც იყო ბავშვობაში. …

დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

 

 

  32 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებთან ერთად 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ ითამაშა. ამ შეხვედრაში საქართველომ ნამიბია 17:16 დაამარცხა.

Exit mobile version