ჟურნალისტების დევნა, დაპატიმრება, ჯარიმები – ქარტიის განცხადება პრესის თავისუფლების დღეს

დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად …

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს …

შინაპატიმრობაში მყოფი ახალგორელი აქტივისტის მიმართვა

ცხინვალელმა მოსამართლემ, ფატიმა პარაესტაევამ დღეს, 3 მაისს, გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა. სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ვიდეომიმართვა ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე მოისმინეს. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოაწყო. „ბათუმელები“ თამარ მეარაყიშვილის გამოსვლის ჩანაწერს გთავაზობთ: „სამხრეთ …

პრესის თავისუფლების დღეს „აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ზოგადად, მედიის თავისუფლების პრობლემებზე სასაუბროდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს [3 მაისი] მიეძღვნა. კონფერენციაზე მოხსენებების მოსმენის პარალელურად გაიმართა დისკუსიაც, რომლის გახანგრძლივების გამოც წინასწარ განსაზღვრული ვიდეო ჩანაწერებისთვის აღარ მოუსმენიათ. ვიდეო ჩანაწერებში მედიის გამოწვევებზე საუბრობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, სახალხო დამცველი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი …

კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

სამი მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში  გაიმართება ღია კონფერენცია – ქართული მედიის მიღწევები და გამოწვევები. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია. აჭარის ტელევიზიის განვითარების მენეჯერისა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნათია კაპანაძის თქმით, კონფერენცია სამი ძირითადი პანელისაგან შედგება: პირველი პანელი დაეთმობა საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლების თავისუფლების საკითხს. საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის …

Exit mobile version