თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ. „მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები …

აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი

აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა. აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა …

როგორ შეიძლება გადაამოწმოთ ექიმის რეცეპტი

16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. პაციენტს, რომელიც ეჭვობს, რომ ექიმმა მას საჭიროზე მეტი მედიკამენტი გამოუწერა, შეეძლება ექიმის დანიშნულება პოლიფარმაციის ჯგუფთან გადაამოწმოს. პოლიფარმაციის ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანი მედიკამენტების ჭარბ მოხმარებასთან ბრძოლაა. იმისათვის, რომ ექიმის დანიშნულება გადაამოწმოთ: ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა …

ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს.  პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. …

პირველი ივლისიდან პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების გაკონტროლება შეეძლება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს – პირველი ივლისიდან პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალება ექნება ონლაინ რეჟიმში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან, ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის …

Exit mobile version