რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, …

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების …

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“. მაგალითად: „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“ „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“ „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“ „სადგომი, …

მსხვილფეხა პირუტყვი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე [ფოტოამბავი]

ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეთვალყურის გარეშე მყოფ მსხვილფეხა პირუტყვს ხშირად ნახავთ, რაც საგზაო მოძრაობას უქმნის საფრთხეს. ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება მეთვალყურეობის გარეშე აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში პირუტყვს შპს „სანდასუფთავება“ აკავებს და მეპატრონეს მის გამოსახსნელად ჯარიმის გადახდა უწევს. ამავე თემაზე:  ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება. „ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. …

სანდასუფთავების თანამშრომლებმა სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს

დღეს, 9 აგვისტოს, „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დატოვებული სამი სული პირუტყვი, მათ შორის ორი ხბო დაიჭირეს. მეპატრონეს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა, რომელიც თითოეულ  შემთხვევაზე 20 ლარია [ჯამში 60 ლარი]. გარდა ამისა, გუშინ „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა 8-სული უპატრონოდ მოხეტიალე პირუტყვი დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

“სანდასუფთავებამ” ახალ ბულვარში ძროხები დაიჭირა

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს, რომლებიც  საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. საქონლის მფლობელები ადმინისტრაციული წესით, 50 ლარით დაჯარიმდნენ. ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს

შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე  გადაჰყავს,  მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს. „იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის  10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს,  ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს,  „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ …

Exit mobile version