პირველკლასელთა რეგისტრაციაში სამინისტრომ ცვლილება შეიტანა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით …

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 18 თებერვალს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი, 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველ ეტაპზე ანუ დღეიდან, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შშმ ბავშვებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 22 აპრილიდან და ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს …

წელს 29 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს მაღალმთიან აჭარაში

2025-2026 სასწავლო წელს, მაღალმთიანი აჭარის 29 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს. „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტების მიხედვით გაარკვია, რომელ სოფლებში აღარ ჰყავთ პირველკლასელები. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. ასევე, 15 სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელები შუახევში, ქედაში კი წელს 4 სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. სოფლების ჩამონათვალი, სადაც წელს სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ ასე გამოიყურება: …

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: პირველი ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები შეიცვალა – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა. სამინიტროში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. სამინიტროს განმარტებით ვადები ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით გახანგრძლივდა. „სამინისტროში შემოსული …

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ …

პირველი დღე სკოლაში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელების გამოცნობა რთული არ არის – ხელში ყვავილების თაიგული, ბუშტები და დედას ან მამას ჩაჭიდებული ხელი. ყველა ამბობს, რომ უხარია სკოლაში წასვლა და მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს სასკოლო კომპიუტერს. 6 წლის ანასტასია კვაჭაძე პირველკლასელებს შორის გამორჩეულად აქტიურია: „მიხარია, სკოლაში ყველაფერს გაძლევენ, ნოუთბუქს, კიდევ …

Exit mobile version