ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება  პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება. ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება? …

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პედაგოგების გაკონტროლებას – მინისტრის განცხადება

„რა მიიტანა მასწავლებელმა მოსწავლემდე“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამბობს, რომ სამინისტრო მასწავლებელთა ტრენინგების შედეგების შემოწმებას აპირებს. რას უკავშირდება სამინისტროს ინიციატივა და რა მექანიზმები არსებობს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის შესამოწმებლად? „ბათუმელები“ ამ თემაზე მენტორ მასწავლებელს, ხათუნა ხალვაშს ესაუბრა. ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის კონტროლი, რამდენად შესაძლებელია ამის შემოწმება? მეც მებადება …

ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განათლების სამინისტროს ორი ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლებიც სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ინიციატივის მიხედვით, სკოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი კონკრეტულ საგანში, შეუძლიათ მოიწვიონ მასწავლებელი და ამ ფორმით შეავსონ დეფიციტი. ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი და ვინ მაძიებელი? ამ თემაზე განმარტება „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტ-კონსულტანტმა, მანანა რატიანმა …

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს. ბატონო შალვა, …

ნინო რევიშვილი: განათლებაში რომ ხვალ შედეგი გვქონდეს, დღეს უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ

საქართველო „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს რომელსაც 250-მდე უცხოელი, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტი ესწრება. კონფერენციის თემაა  „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ახალი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ განათლებაში დაცული იყოს სოციალური თანასწორობა. …

Exit mobile version