აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან  არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის …

პაპილომავირუსის ვაქცინის 1 დოზაც ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ცნობით, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ერთჯერადი ვაქცინა ახლა უკვე უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან მყარ დაცვას. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, რეკომენდებულია ვაქცინის ორი ან სამი დოზის გაკეთება, მაგრამ იმუნიზაციის საკითხებში ჯანმოს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის [SAGE] განცხადებით, მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტურია. ჯანმოს ექსპერტების თქმით, ეს მტკიცებულება ბოლო წლებში …

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13-18 წლის გოგოებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის …

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს …

Exit mobile version