როგორ მოაშენა კალმახა სოკო ომალოში 37 წლის იურისტმა

37 წლის იურისტი შენგელი ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობს. მან დაახლოებით ერთი თვეა, რაც ომალოში კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო. შენგელი გვიამბობს, რომ კალმახა სოკოს შესახებ არაფერი იცოდა, სანამ გასული წლის შემოდგომაზე შემთხვევით სოკოს სათბურში არ მოხვდა. „ძალიან დამაინტერესა სათბურში სოკოს წარმოებამ. მსგავს სათბურში მოხვედრის შემდეგ ამ სათბურზე ვეკითხებოდი ყველას და მალევე გავარკვიე როგორ იწარმოება …

ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

მარეტ გელაევა პანკისის ხეობაში ცხოვრობს და საკუთარი პატარა ატელიე აქვს. ატელიეში ძირითადად თავად კერავს. დედა და უმცროსი დები ეხმარებიან, როცა ბევრი შეკვეთა ერთად უგროვდება. ასე კი ხშირად ხდება, რადგან მარეტს დიდი ხანია ატელიე აქვს და ბავშვობიდან კერავს. „პანკისში ქალებს ძირითადად გრძელი კაბები აცვიათ, ზედატანიც გრძელმკლავიანი უნდა იყოს, ბევრი ქალი შებურულია, სპეციალური სამოსია ამისთვის საჭირო. ასეთს …

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ „პანკისის რადიოს“ ემუქრებიან, შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა …

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც მის მოქალაქეს სხვა ქვეყანაში კლავენ, ხოლო მკვლელობის შემკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები სახელდება? [red_box]რა ხდება?[/red_box] რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. …

პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდება – გამოძიება პანკისში მომხდარ ფაქტებზე 2 მუხლით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე ორი მუხლით დაიწყო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. „ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო …

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში

10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. „ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ …

Exit mobile version