ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა: „…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი …

რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუგზარ ძნელაძესთან. ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ახალი რეგლამენტი? არის გარკვეული სიახლეები დაგეგმარებაში და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს. ახლა გაცნობითი …

საპიკნიკე ადგილები ავტომაგისტრალთან და ღომას მთის პერსპექტივა

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ურბანული განვითარების დაგეგმარებას იწყებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების დაგეგმარებაზე 2017 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს. პროგრამაში ამჯერად მოექცა ზღვისპირა ზოლი და მთა ღომა; მოეწყობა ასევე დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები ცენტრალურ მაგისტრალებთან. პროგრამა ურბანული განვითარების დაგეგმარების დოკუმენტების შედგენასთან ერთად განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებასაც გულისხმობს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტში ნახევარ მილიონზე მეტი …

მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც. მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, …

Exit mobile version