„საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“ – ნონა ქურდოვანიძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში ნონა ქურდოვანიძე. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის …

„ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება. „შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო. დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. …

„ეს დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს“ – ნონა ქურდოვანიძე ნინო დათაშვილზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა. ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით …

„აუცილებელია ნინო დათაშვილს ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 17 ივლისს, მოინახულა პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კვლევები სჭირდება. „ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან. ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო …

„სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო“ – ნონა ქურდოვანიძე

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში. გვინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე მზია ამაღლობელის საქმის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის …

„ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება“ – ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე, რომელიც სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვისას, ამბობს, რომ ეს საქმე სტრასბურგში მოხვდება და სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება. სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე). მოსამართლე …

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო …

Exit mobile version