სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“. …
Tag Archives: ნიორი
აჭარაში 48 ტონა სათესლე ნიორს „ქართული მოცვი“ შემოიტანს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შემოტანაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ ფასი- 525 600 ლარი დააფიქსირა, ხელშეკრულება კი მასთან 620 208 ლარზე გაფორმდა. სატენდერო თანხა 528 812 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სატენდერო კომისია წინასწარ შეთანხმდა, რომ „კარგი იქნებოდა ტენდერი გამოცხადებულიყო დღგ-ს გარეშე და თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების გაფორმების …
Continue reading “აჭარაში 48 ტონა სათესლე ნიორს „ქართული მოცვი“ შემოიტანს”
სამინისტრო ნახევარი მილიონი ლარის სათესლე ნიორს იყიდის
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრი 48 ტონა „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე [სარგავი] მასალის შეძენას გეგმავს. ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტში წელს 528 ათას 812 ლარია გათვალისწინებული. ნივრის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში, წინადადებების მიღება 2018 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში კი სამინისტროს ნიორი, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში …
Continue reading “სამინისტრო ნახევარი მილიონი ლარის სათესლე ნიორს იყიდის”
„ნიორის პროგრამა“ ჩავარდა – სანაცვლოდ ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესასხურებელ აპარატებს შეიძენენ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს „ნიორის პროგრამას“ ვეღარ განახორციელებს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ არშემდგარ და შეწყვეტილ ტენდერებს ასახელებს. ცენტრის მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად სექტემბერში გამოცხადებული ბოლო, მესამე ტენდერიც შეწყდა. სატენდერო თანხა 624 000 ლარი იყო. ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის „მსოფლიო ტექნიკის“ მიერ ბოლო ტენდერის შედეგების …
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ …
Continue reading “აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს”
მოესწრება თუ არა სექტემბრისთვის სათესლე ნივრის შეძენა
მოესწრება თუ არა ფერმერებისთვის ნივრის სათესლე მასალის მიწოდება სექტემბრისთვის, როცა ნივრის დათესვის დროა და რაც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მოესწრება, თუმცა ამ უწყების ააიპ-მა – „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ტენდერში უკვე მეორე კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია. კომპანია „ჰერმესმა“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილების მიღებამდე ტენდერის პროცედურები შეჩერებულია. …
Continue reading “მოესწრება თუ არა სექტემბრისთვის სათესლე ნივრის შეძენა”
სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია. ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა: [checklist] ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა …
Continue reading “სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება”