სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია

სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია. აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა …

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში

„ნებისმიერ ფერმერს აქვს თავისუფალი არჩევანი, რის შეძენა სურს. შესაძლოა, მომზადდეს ინოვაციური პროექტებიც… მთავარია, ეს იყოს საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული და არსებობდეს დასაბუთება, რაში დაიხარჯება ფული,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე. ამ სამინისტრომ ფერმერებისგან და ფერმერული გაერთიანებებისგან განაცხადების მიღება დაფინანსების გასაცემად უკვე დაიწყო. „საოჯახო მეურნეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე …

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“. მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება ნერგების გაცემაზე: კორუფცია გამორიცხულია

„მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს. არც ერთი ფერმერი არ დარჩება ნერგის გარეშე, ვინც მოწადინებულია. ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც მოწესრიგებული აქვს მიწის ნაკვეთი, შეუძლია ისარგებლოს სამინისტროს პროგრამით, ისინი ეტაპობრივად მიიღებენ ნერგებს,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სამინისტრო უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის მიერ დღეს გაკეთებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, …

ნერგები საკრებულოს წევრ ირაკლი მიქელაძეს ბიუჯეტის ხარჯზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ნერგები ბიუჯეტის ხარჯზე აჭარის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საკრებულოს წევრებმა მიიღეს, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი მიქელაძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრებმა: მანუჩარ ნიჟარაძემ და გელა გოგიტიძემ, საკრებულოს ყოფილმა წევრმა მალხაზ ლამპარაძემ, ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ირაკლი მიქელაძემ ნერგები შეღავათიან ფასად სამინისტროსგან …

Exit mobile version