2019 წლის პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციას უფლება აქვს მძღოლი ნარკოტესტერის საშუალებით შეამოწმოს, იმყოფება თუ არა ის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების [მათ შორის მარიხუანას] ზემოქმედების ქვეშ. ასეთი ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ითვალისწინებს ჯარიმას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. თუ პოლიციელს გაუჩნდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი პორტატული ნარკოტესტერის …
Tag Archives: ნარკოტესტირება
პოლიცია ნერწყვის ტესტერით დაადგენს, არის თუ არა მძღოლი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ
პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. შს სამინისტროს ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, …
ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს
ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – …
მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ
მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ. „გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების …
Continue reading “მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ”
შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე
„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის …
Continue reading “შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე”
ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელი ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირებას“ ეხება. სახალხო დამცველის შეფასებით, ქუჩაში ადამიანების მასობრივად დაკავება და მათი ტესტირებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ანტიკონსტიტუციურია. სარჩელზე მოპასუხეები არიან: საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სახალხო დამცველი ამ უწყებების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე …
Continue reading “ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს”