მწვანე პასპორტი გაუქმდა – მთავრობა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. მწვანე პასპორტი გაუქმდა. „ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ მისით სარგებლობას“ – განაცხადა დღეს, პირველ თებერვალს გიორგი ღიბრაძემ,  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა. ე.წ. მწვანე პასპორტი, იგივე …

სისტემაში ასახული დადებითი პასუხის გარეშე მწვანე პასპორტს ვერ მიიღებთ – NCDC

დღეს, 25 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად …

„მწვანე პასპორტი“ კოვიდის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ 6 თვე იყოს მოქმედი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე. ამის შესახებ დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრების ბრიფინგზე მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა: „იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის …

„მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა – რა უნდა ვიცოდეთ

პირველ დეკემბერს, საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოეთხოვება 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. სად გჭირდებათ „მწვანე პასპორტის“ წარდგენა:  კვების ობიექტებში რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში კინოთეატრებში თეატრებში ოპერაში საკონცერტო დარბაზებში …

აუცრელი პირებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება შესაძლოა გადაიხედოს – გამყრელიძე

კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი განუსაზღვრელი ვადით  მიენიჭებათ მიუხედავად იმისა,  აიცრებიან თუ არა ისინი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, როდესაც თქვა, რომ  პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მწვანე პასპორტის არმქონე პირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა შეეზღუდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა აუცრელ ადამიანებს განუსაზღვრელი ვადით ანიჭებს სახელმწიფო …

კაფე-ბარებში „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვეღარ შეხვალთ

„მწვანე სტატუსი საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ობიექტებში, სპაცენტრებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგიროებზე,“ – განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. ე.წ. მწვანე პასპორტი პირველი დეკემბრიდან დაგჭირდებათ. დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ ასევე განმარტა, რომ მწვანე სტატუსი ენიჭება სრულად ვაქცინირებულ ადამიანს, …

Exit mobile version