რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …

მწვანე კონცხის პლაჟი, რომელსაც ივანიშვილის კომპანია 49 წლით უსასყიდლოდ ითხოვდა

ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟი, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. პლაჟზე, ერთ-ერთი ცენტრალური გასასვლელის წინ კი, გუბე დგას, რომელიც თითქმის დაჭაობებულია. აქ წყალი პლაჟზე, მწვანე კონცხის დასახლებიდან გამომავალი მილიდან ღიად მოედინება. წყალზე გადასასვლელად კი სახელდახელო „ხიდია“ მოწყობილი. პლაჟის ოფიციალური მესაკუთრე საჯარო რეესტრში დაფიქსირებული არაა, თუმცა ის ბათუმის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. პლაჟს ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს …

ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად. მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით …

მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. „ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ …

მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების …

Exit mobile version