სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა, დაიწყება ორშაბათს, 13 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან, სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან. „ხოლო, რაც შეეხება მე-3 ქვეყანაში/მე-3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან, სააგენტოს სამივე ოფისიდან“ – აცხადებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. რამდენიმე …
Tag Archives: მძღოლების საპროტესტო აქცია
თურქულ მხარესთან „მინივენებზე“ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს – ეკონომიკის სამინისტრო
თურქული მხარის მორატორიუმი – რომ არ დააჯარიმებდა ქართულ ავტომანქანებს, პირველ აგვისტოს დასრულდა. საკითხი იმ ავტომანქანებს ეხება, რომლებითაც საქართველოდან თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ და შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. საქართველო-თურქეთის შეთანხმება მგზავრთა გადაყვანისას გარკვეულ შეღავათებს აწესებს, თუმცა არა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. აღნიშნული შეთანხმებით „გადამზიდავმა უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული …
თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო
საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ტრაპიზონში, ქართველი მძღოლების აქციასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თურქული მხარე, შეთანხმებისამებრ, არ აპირებს ქართული მანქანების დაჯარიმებას 2018 წლის 31 ივლისამდე. თუმცა, ლიმიტირებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომლებსაც თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქული მხარე ელოდება საქართველოსა და აჭარის ახალი მთავრობების ფორმირების პროცესის დასრულებას, რის შემდეგადაც კიდევ უფრო გააქტიურდება მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, მგზავრთა გადაყვანის საკითხების …
Continue reading “თურქეთში ქართულ მანქანებს 2018 წლის 31 ივლისამდე არ დააჯარიმებენ – საკონსულო”
საკონსულო: მგზავრთა გადასაყვანად მძღოლებმა ერთწლიანი ნებართვა თურქეთში უნდა აიღონ
ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებით, მძღოლებმა, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სპეციალური ნებართვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა მიიღონ. საკონსულო ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში 10 ივლისს გაიმართა. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. „როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე თურქეთშიც მგზავრთა გადაყვანა ექვემდებარება კონკრეტულ ნებართვებს. რამოდენიმე …
Continue reading “საკონსულო: მგზავრთა გადასაყვანად მძღოლებმა ერთწლიანი ნებართვა თურქეთში უნდა აიღონ”
რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს
თურქეთის საკონსულთან ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქცია კონსულთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. თურქეთის პოლიციის მიერ დაჯარიმებული მძღოლები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ. „საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ჩვენთან მოვიდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა. ხვალ გვექნება შეხვედრა მთავრობაში,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი. ტურისტული კომპანიების მძღოლების თქმით, მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, …
Continue reading “რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს”