ბათუმში, მშენებლობაზე ხარაჩოდან კაცი ჩამოვარდა

ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ინფორმაციას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

დენის ხაზი მოწყდა და დაეცა გაზის მილს, მდგომარეობა არის სახიფათო – მოქალაქე სოფელ სამებადან

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ბაგრატ აკუჯბა „ბათუმელებში“ საუბარს ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გზის მშენებლობა მიატოვეს, ფერდობი იშლება და ნაშალი მიწა და წვიმის ღვარი მის ეზოშიო ჩადის. ფერდობის ჩამოშლის გამო საფრთხე შეექმნა ბუნებრივი აირის მილსაც, რომელიც ხის ქვეშ არის მოქცეული. „გაზის მილთან ახლოს გადის ელექტროენერგიის ხაზი. ახლა შუქის ხაზიც მოწყდა და დაეცა გაზის მილს. …

ქობულეთში მშენებლობაზე ამწე წაიქცა, დაშავდა ერთი პირი

ქობულეთში, ზღვის პირას მიმდინარე მშენებლობაზე ამწე წაიქცა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი: „კაცი ბათუმში, კლინიკაში გადაიყვანეს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე შენობის [ყოფილი „ინტურისტის“] დემონტაჟი მიმდინარეობს. ტერიტორია ეკუთვნის კერძო …

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა 5-7%-ით გააძვირებს მშენებლობას – მშენებელი

„უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაახლოებით 5-7 პროცენტით გააძვირებს პროექტს… გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში, 10 პროცენტამდეც გაიზრდება,“ – ამბობს ამირან ბერიძე. ის სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორია. მას ვესაუბრეთ ხარჯებზე, რომლის გაღებაც სამშენებლო კომპანიებს უწევთ მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების რეგულირება გამკაცრდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შრომის ინსპექციას ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეუძლია შესვლა და იქ …

ლიფტის მოწყობის ნებართვა არ მიუღია კომპანიას, რომლის მშენებარე კორპუსიდან ლიფტი მოწყდა

დღეს, 29 ივლისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გამო სამი ადამიანი დაშავდა. ლიფტში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება მომხდართან დაკავშირებით. მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მუშები, თუმცა როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მუშაობა შეჩერდა. ადგილზე მივიდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. …

ბათუმში 18-სართულიანი სახლის მშენებლობიდან ამწეს ნაწილი ჩამოვარდა 

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარე მშენებლობაზე ამწე გამოვიდა მწყობრიდან – ამწეს ერთი ფრთა მოტყდა და ჩამოვარდა. ამ ადგილზე 18-სართულიან სახლს კომპანია „ჩემი სახლი“ აშენებს. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. კომპანიის იურისტის, ამირან ცეცხლაძის ინფორმაციით, ამ წუთებში ამწეს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი დაიწყეს. მსგავსი ტიპის შემთხვევებს ზედამხედველობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

Exit mobile version