ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, მურთაზ დევაძე აკადემიის რექტორად დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობაც. მურთაზ დევაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. „ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს …

მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მურთაზ დევაძე დანიშნეს. მურთაზ დევაძე მანამდე აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება საზღვაო აკადემიის რექტორის პოსტზე, რომელიც 14 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური. „დღეს დამეკისრა მხოლოდ საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება აკადემიის სპეციფიკიდან …

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ მურთაზ დევაძე დანიშნეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე მურთაზ დევაძე დანიშნეს. მანამდე ამ თანამდებობაზე აბდულ კახიძე მუშაობდა. როგორც აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აბდულ კახიძეს ვკითხეთ, რა მიზეზით დატოვა  თანამდებობა, რაზეც მან გვიპასუხა:  „რვა წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. განცხადება ორი კვირის წინ დავწერე, დღეს …

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება. „სააგენტოს ევალება …

Exit mobile version