ნისლში გახვეული გომისმთა [ფოტორეპორტაჟი]

გურიაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარე გომისმთას ზაფხულის ცხელ დღეებს გამოქცეული დამსვენებლები აფარებენ თავს. 2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთა ხშირად ნისლშია გახვეული და თბილი ტანსაცმელი აქ აუცილებელია, თუმცა როცა ნისლი გადაიწმინდება, მწველი მზე აცხუნებს. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ამბობენ, რომ გომისმთა …

პროდუქტების ფასები საქართველოს 6 ქალაქში

საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 305 კომპონენტია, რომელიც საქონლისა და მომსახურების 12 ძირითად ჯგუფს შეადგენს, მათგან ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, უჭირავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სურსათის წილის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის და მათ ინფლაციებს უფრო მგრძნობიარეს ხდის საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათი ხასიათდება მერყევი …

როგორ შეიცვალა ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 155 ლარია, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 412 ლარი. ერთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 22 ლარითაა გაზრდილი, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახების კი – 57 ლარით. ინფოგრაფიკაზე მოცემულია ყოველი წლის პირველი, იანვრის …

მასწავლებელი ქალები ხულოდან | ფოტოისტორია

ამ ძველ ფოტოზე მასწავლებლები: მარო სურგულაძე და მინადორა თალაკვაძე არიან გამოსახული. ფოტო, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული. ფოტოს ციფრული ვერსია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ მატიანეში ინახება, ორიგინალი კი – ხულოში. ძველ, საოჯახო ფოტოალბომში დაცული ეს ფოტო ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების უფროსმა, ლია ბოლქვაძემ იპოვა და გააციფრულა: „რელიქვიად ჰქონდათ შენახული ოჯახში. ვთხოვე, …

აქ არ ახსოვთ, გზა როდის შეაკეთეს [ფოტოამბავი]

სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დაბა ხულოდან 7 კილომეტრში. სოფელი გარე სამყაროს,  ძირითადად, საბაგირო გზით უკავშირდება. სოფლის შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივებს არ ახსოვთ, ბოლოს როდის შეაკეთეს აქ გზა. საბაგიროთი გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო პერსონალიც, როცა სოფლიდან გამოძახებაა. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ თაგოდან

ქობულეთური „პიკაპი“ ძველი ჟიგულისგან [ფოტოამბავი]

ქობულეთში ძველ, საბჭოთა მანქანებს, განსაკუთრებით „ვოლგებსა“ და „ჟიგულებს“ ხშირად შეხვდებით, თუმცა აჭყვისთაველმა რამაზ ზოიძემ ოჯახის ძველ ჟიგულს ახალი სიცოცხლე შესძინა, როცა „პიკაპის“ ტიპის მანქანად გადააკეთა. ავტოსახელოსნოში არ მიმიყვანია, მე თვითონ გავაკეთე ყველაფერიო – ამბობს რამაზი.  

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

  ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია] საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

ამერიკული სამხედრო ხომალდი ახლო ხედით [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill დგას.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. დღეს ხომალდზე შესვლის  და დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მიეცათ. ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. მათთან 330 მეზღვაურია, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან. …

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია. რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას დაბის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 300 000 ლარი აქვს გაწერილი, თუმცა კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ თანხით დაბაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე ინფორმაციით, სავარჯიშო ატრაქციონების …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ …

მარტის თოვლი აჭარაში [ფოტოამბავი]

ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს. ფოტოები ღორჯომის ხეობიდან ზაზა ბერიძემ მოგვაწოდა.   

შადრევანი უწყლოდ ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მდებარე სკვერში შადრევნისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. შადრევანი აქ წლების წინ დაზიანდა. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს დაბის სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და შადრევანსაც აღადგენენ.

სოფლის პეიზაჟი თამბაქოს ფოთლების ასხმით [ფოტო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში თამბაქოს მოშენება ისევ პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა გამომშრალი და დაჭრილი თამბაქოს ჩაბარების ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა. აქ ძაფზე აკინძულ თამბაქოს თითქმის ყველა სახლსა და დამხმარე ნაგებობაზე ნახავთ, მათ შორის მიტოვებულ სახლებზეც.

გზა სოფელ ჩანჩხალოში [ფოტოამბავი]

ეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაა. ადგილობრივების თქმით, აქ მეწყერი ერთი წლის წინ ჩამოწვა და მას შემდეგ გზა ჩახერგილია.   სოფელში ავტომობილები შემოვლითი გზიდან დადიან.

ვაზის გასხვლა სირაბიძეების ვენახში [ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში სირაბიძეების ოჯახმა ვაზის მოშენება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. სირაბიძეებს 18-მდე სახეობის ვაზი დაახლოებით 6 ათას მეტრზე აქვთ გაშენებული. ვენახს ფრიდონ სირაბიძე უვლის. ზამთრის მიწურულს ოჯახი ვაზის გასხვლას იწყებს. ტოტებს ინახავენ და ზაფხულში აქ მოსულ ტურისტებს წალამზე შემწვარ მწვადს სთავაზობენ. სირაბიძეებს სახლის მეორე სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთ, სადაც ერთდროულად 20-მდე ტურისტის …

ცხოვრება სახლში, რომელიც ინგრევა

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასამართლოს ხის ერთსართულიან შენობაში ათი ოჯახი ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მცხოვრებთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან და თვიდან თვემდე სახელმწიფოს დახმარებით გააქვთ თავი.     მარგალიტა დავითაძეს ოთხი წლის წინ, სხვენიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა. მას შემდეგ მოხუცი საწოლში წევს.     სევიე თავდგირიძე ავარიულ შენობაში წლებია …

Exit mobile version