როდის იწყება მოსწავლეთა კომპლექსური დავალებებით შეფასება – სამინისტროს განმარტება

როდის ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება, კონკრეტული თარიღი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის. 18 აპრილს სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეთა შეფასება მაისში დაიწყებოდა, თუმცა დღეს, 13 მაისს, ამავე სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეფასების დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია. სკოლებში ასევე აქვთ მოლოდინი, რომ დიაგნოსტიკური შეფასებისთვის საჭირო ტესტირების ნიმუშები განათლების სამინისტროსგან უნდა მიიღონ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსწავლის …

რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას

სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში …

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სკოლებს მოსწავლეების მიღწევების შეფასებაში დაეხმარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში კონსულტაციებს სთავაზობს. სკოლების მხარდაჭერის პროექტის – Naec4Schools-ის ფარგლებში, მოსწავლეები შეფასდებიან ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასების ჩათვლით. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის; სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური  მიღწევების ჩვენება; მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და …

Exit mobile version