სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი

ლერი მალაყმაძე შშმ ბავშვის მშობელია. მისი ორი შვილი სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს, თუმცა მეცხრე დღეა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. მშობლის თქმით, კომპანია, რომელსაც სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება ევალება, მძღოლებთან ხელშეკრულებას ისევ ვერ აფორმებს. „ანასტასია მე-7 კლასში სწავლობს. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს და ფეხით გადაადგილება ამხელა გზაზეა არ შეუძლია. სკოლაში განცხადება დაწერილი მაქვს და იციან, რომ …

მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება. მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული: ბათუმი – 85 670 ლარი შუახევი – 193 121 ლარი ხულო – 168 616 ლარი …

აჭარაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე თებერვალში ნახევარი მილიონი დაიხარჯება 

2021 წლის პირველი თებერვლიდან  26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში აჭარის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება. აჭარის განათლების სამინისტრო თებერვლის თვეში [20 სასწავლო დღე] ტრანსპორტის დაქირავებაში 529 506 ლარს გადაიხდის – ტენდერის გარეშე. ტრანსპორტი მოემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, ვინც სკოლიდან არანაკლებ 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს – ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ნაწილობრივ ბათუმში …

2,2 მილიონი ლარი აჭარაში მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გადმოაცხადა. 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აჭარის ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებისთვის 2 211 368 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების თანახმად „ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის …

 აჭარაში მოსწავლეთა უფასოდ ტრანსპორტირებისთვის ოთხ თვეში 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 1 მილიონ 537 ათას 664 ლარს გადაიხდის. მომსახურება 4 თვეს – 2017 წლის სექტემბრიდან, მომავალი წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის ზოგადი პირობების მიხედვით: საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით …

განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

შესყიდვები საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთი შეწყდა. „…საჯარო სკოლები ვეღარ ასწრებენ ტენდერების გამოცხადებას და მხოლოდ მოკლე პერიოდზე ახდენენ შესყიდვას, სანამ …

Exit mobile version