ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. სულ ათი მედალი მოიპოვეს მკლავჭიდელებმა. აქედან 6 ოქროა და 4 ვერცხლი. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია …

მსოფლიო ჩემპიონი: ქალებს ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერები ვართ

მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, 18 წლის მარიამ ნოდიას, დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვდნენ. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამ ნოდიას უთხრა, რომ ის ბაკალავრის საფეხურის სწავლის გადასახადისგან მთლიანად გაათავისუფლა. მწვრთნელის თქმით, მარიამმა „წლების მანძილზე დაუმარცხებელი“ კონკურენტი დაამარცხა, „კონკურენტი იყო თურქეთის მოქალაქე, რომელსაც არც ერთი წაგება არ ჰქონდა. მარიამი სამი წელიც არ არის, რაც …

ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში

29 წლის ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა. 2019 წლის 20-24 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში დარინამ ტრავმების მიუხედავად იასპარეზა და აბსოლუტურ წონაში გახდა ჩემპიონი. „ტრავმები მქონდა ვარჯიშის და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმი ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც საჭირო იყო, რაც სამ-ოთხ თვეში იყო გასაკეთებელი, მინდოდა ერთ …

ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

28 წლის დარინა ცეცხლაძე ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია. ბოლოს 24-25 თებერვალს გამართული ჩემპიონატის დროს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. პირველად შეჯიბრზე 2009 წელს გამოვიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებულ შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებიდან ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე წავიდა. მისი გამარჯვების ამბავი …

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს. მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული. მარიამის სპორტული …

Exit mobile version