2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილებით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. შესაბამისი ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებაში …

ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში და წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] მოქალაქეებს, …

რომელ სოფელში როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია – გრაფიკი

მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2022 წლის ივლის-აგვისტოში ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში უნდა დაიწყოს. 2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება: დანდალოში, წონიარისში [ქედა] დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი] ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო] 2022 წლის აგვისტოში კი: ბობოყვათსა და დაგვაში [ქობულეთი] ახალშენში [ხელვაჩაური] საკადასტრო აზომვითი სამუშაოები აჭარის სხვა თემებში/ სოფლებში …

მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში დამატებით 300 ამზომველი დასაქმდება. „მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში კანდიდატები უკვე შეირჩა. მოხდება მათი პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს“, – …

პრემიერი: სოფლად მიწის რეგისტრაციის პროგრამა გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში სოფლად მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას გეგმავს, მისი თქმით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პრემიერის თქმით, ამ საკითხს მოსახლეობა ყველაზე მწვავედ აყენებდა მთავრობის წევრებთან, მათი რეგიონებში სტუმრობის დროს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს, ისაუბრა. „ …იუსტიციის …

„არაბული სოფელი“ არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით

„არაბული სოფლის გაშენებას ვერ დავადასტურებთ, რადგან სახლების აშენების ნებართვის მისაღებად ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ ამას ვერც გაბედავენ, ვინაიდან სოფელი წინააღმდეგია და ეს ამბავი არაბებს ჩაეშლებათ. სოფელი რომ წინააღმდეგი არ წასულიყო, ალბათ, შემოიტანდნენ განაცხადს მშენებლობის ნებართვაზე“, – ამბობენ გარდაბანში. ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში აქციები მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობა გაააქტიურა. …

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა: ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი; შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა; ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა …

მიწის რეფორმის ალტერნატივა აჭარაში – ვის მიჰყიდის მიწებს სახელმწიფო

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით. განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ …

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს …

Exit mobile version