დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
Tag Archives: მიწისძვრა
აჭარაში მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა
5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო სამსახურში გამოძახება არ შესულა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გურამ გოგიტიძის თქმით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
აჭარაში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
5 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, აჭარაში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთში, სოფელ ალამბართან დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა. ამავე თემაზე როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები
მიწისძვრა საქართველოში – ეპიცენტრი დაღესტანში იყო
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა დასავლეთ საქართველოში
დღეს, 28 ივლისს, დასავლეთ საქართველოში ორჯერ, 3,7 და 4,1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 05:27 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ქობულეთის სამხრეთით 3კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში. მეორე, 4,1 მაგნიტუდას სიძლიერის მიწისძვრა კი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 06:05 საათზე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ხობის დასავლეთით, სოფელ გამოღმა პირველი ხორგას მიმდებარედ …