მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და გამძლეობას უსურვებს. მიმართვის ტექსტი რუსულ ენაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა. „ამ სტრიქონებს გწერთ გულისტკივილითა და დიდი თანაგრძნობით. ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა თქვენს თვალწინ ქალაქები, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მოხუცები — ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნდა გამხდარიყვნენ ომის მსხვერპლნი. თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია. თქვენი სიმტკიცე — ეს …

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …

„რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?“ – მიტროპოლიტი დიმიტრი კირილს

„…ის მტარვალები აღდგომას ერთმანეთს ეტყვიან: „ქრისტე აღსდგა“ სიხარულით და ასეთ უბედურებას სჩადიან,“ – აღნიშნა დღეს, 7 აპრილს, ქადაგების დროს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ რუსეთის პატრიარქს მიმართა და უთხრა, რომ რასაც ის აკეთებს, „არ არის ქრისტიანობა“. „ეს იყო სრულიად გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო [მანამდე მიტროპოლიტმა გაიხსენა რუსეთის …

ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა – მიტროპოლიტი დიმიტრი

დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. „როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას უცნაური სიკვდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად, აღარ არის,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ …

მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.

ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. „შეიჭრა ერთი პირი, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც იქვე მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა, რომლებმაც თვითონვე იხილეს, თუ როგორ შეამტვრია კარი, გაანეიტრალეს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ დეკანოზმა. მისივე ცნობით, თავდამსხმელი …

მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს – მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე და ამბობს, რომ დეკანოზის პატიმრობის გახანგრძლივებაში ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს „უსაზღვროდ დიდი წვლილი აქვს“. „მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ ვითომ დიალოგი იყო პრეზიდენტთან [რომ არ შეეწყალებინა], ეს სრული …

მიტროპოლიტი დიმიტრი – თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით – „თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი შეუერთდა კამპანიას – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“. რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია. ცხინვალის КГБ [უშიშროების სამსახური] ცნობით, დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, სამხედრო ექიმისა და …

მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციას გამართავს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, კონკრეტულად როდის გაიმართება პრესკონფერენცია. კითხვაზე, შეეხება თუ არა პრესკონფერენცია გიორგი მამალაძის საკითხს, პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბრიფინგი ნაწილობრივ ამ თემასაც შეეხება. ამჟამად გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, სადაც იგი საპატიმრო დაწესებულებიდან 15 თებერვალს გადაიყვანეს. დეკანოზი …

რატომ არ დაესწრო მიტროპოლიტი დიმიტრი თავისსავე დაანონსებულ საპროტესტო აქციას

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციას არ დასწრებია. მიტროპოლიტმა გუშინწინ თავად მოუწოდა მოქალაქეებს მარიხუანას ლეგალიზების გაპროტესტება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რატომ არ დაესწრო დღეს, 6 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მიტროპოლიტი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანს, იონე გორელიშვილს დაუსვა. „მეუფე დიმიტრი შეუძლოდ გახლავთ და ამიტომ არ დაესწრო… …

მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს განცხადებას და ფოტოს, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის სახელითა და მისი ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აქციის შესახებ ატყობინებს. განცხადებაში, რომელსაც სტილის დაცვით ვაქვეყნებთ, წერია: „შეგახსენებთ, რომ ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, …

„მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა აღსაყდრების საზეიმო წირვას“ – საჩივარი „ქრონიკის“ წინააღმდეგ

„საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში ესწრებოდა მღვდელმთავების უმრავლესობა, თუმცა აქ არ იმყოფებოდნენ, მაგალითად, მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მათ შორის არც პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი“, – ეს წინადადება გახდა იმის საფუძველი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის სოფო ბერიძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადება შეეტანათ. სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია …

მიტროპოლიტი დიმიტრი: ამ ყველაფერში საინტერესოა მეუფე პეტრეს როლი

პროკურატურის მიმართ უნდობლობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღიად დააფიქსირა. კითხვების დასმამდე მიტროპოლიტმა მთავარი აქცენტი მეუფე პეტრეზე გააკეთა. დღეს, 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიტროპოლიტი დიმიტრი განაჩენს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. „ჩვენი ნდობა მათ მიმართ ვერ ვიტყვი, რომ გამართლდა. ძალიან ბევრი გაუგებრობა, შეუთავსებლობაა ამ საქმეში, აბურდულ-დაბურდულია ბევრი საკითხი, პასუხი …

მეუფე დიმიტრი: კითხვები თუ მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი უცოდველია

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენთან დაკავშრებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იგი დეკანოზ მამალაძეს გარკვეულწილად  დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს. „მე რომ კითხვები მაქვს პროკურატურასთან არ ნიშნავს რომ დეკანოზი მამალაძე უცოდველია, ამას ვერ ვიტყვი… მე ვერ უარვყოფ, რომ დეკანოზი მამალაძე ეძებდა ციანიდს და იქ ჩანს …

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …

მიტროპოლიტი დიმიტრი გიორგი მამალაძის დედას შეხვდა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი “ციანიდის საქმეში” ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბათუმში ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსული დეკანოზის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. “ეს არის ჩემი პირადული, აღსარების მსგავსი. ეს არის ჩემი ოჯახის საქმე”. დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ ასევე იმის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახის …

Exit mobile version