„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, პირმა მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება. „კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა“, – წერია ბრძანებაში. …
Tag Archives: მინისტრის ბრძანება
როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს სასწავლო საათების რაოდენობის 30 პროცენტი, შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალებების საფუძველზე შეფასდებიან. ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. „შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – …
Continue reading “როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება”
მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. „თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ …
Continue reading “მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება”
რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია. დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა. როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, …
Continue reading “რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს”
ატესტატის ელექტრონულ ვერსიას ორიგინალის ძალა ექნება – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად გასცეს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ელექტრონული ასლიც, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ორიგინალ დოკუმენტს. ბრძანების მიხედვით, „მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დამოწმდება სააგენტოს ელექტრონული შტამპით …
Continue reading “ატესტატის ელექტრონულ ვერსიას ორიგინალის ძალა ექნება – მინისტრის ბრძანება”
როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლების მინისტრის 4 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ოფიციალურად განისაზღვრა ონლაინგაკვეთილების ხანგრძლივობა. [checklist] I-IV კლასებში – 20 წუთი; V-IX კლასებში – 30 წუთი; X-XII კლასებში – 40 წუთამდე. [/checklist] მინისტრის ბრძანებით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. ამასთან, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, „მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს დისტანციური გაკვეთილი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში”
მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 4 ივნისის ბრძანებით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლის ჟურნალში მოსწავლისთვის „არას“ დაწერის ყოველდღიური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. თუმცა, როგორც ბრძანებაში წერია, მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები და სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს გამოიყენოს მოსწავლის შესაფასებლად. „ზოგადსაგანმანათლებლო …
Continue reading “მოსწავლეებისთვის „არას“ დაწერა სავალდებულო აღარ არის – მინისტრის ბრძანება”
რა მოეთხოვებათ სკოლებს მინისტრის ახალი ბრძანებით
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 22 მაისის ბრძანების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შემდეგი წესით უნდა განხორციელდეს: [checklist] სასწავლო პროცესი წარიმართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“, დისტანციური, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით; თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური, ელექტრონული ფორმით …
Continue reading “რა მოეთხოვებათ სკოლებს მინისტრის ახალი ბრძანებით”