მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო დააფუძნა. მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც. ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს …

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული. „თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში. დღეს თოვს …

კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კურორტ გოდერძიზე 10 ივლისს, საღამოს, უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელი იყო, ის კურორტის საბაგიროზე მუშაობდა. „რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ სამსახურეობრივი მოვალეობა, კვადროციკლით მოდიოდნენ ჭანჭახის მთიდან, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ეს ფატალური შედეგი …

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …

Exit mobile version