მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო დააფუძნა. მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც. ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს …

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული. „თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში. დღეს თოვს …

იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …

Exit mobile version