ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბათუმის მერის კომენტარი შეხვედრის შესახებ პრესსამსახურმა წერილობით მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომლებიც პრესით მოვისმინე, თითქოს შეურაცხმყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებდეთ. პირიქით, მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და …

თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები. შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას  …

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი 2018 წლის მარტის ბოლოს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვდნენ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. მორიგი შეხვედრა მერთან 12 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ „მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეხვედრა არ შედგა. მოლაპარაკებას რომ გამართავდნენ, ამაზე მხარეები სასამართლოში შეთანხმდნენ. დღეს „ხულოს მუსლიმთა მეჯლისის“ სახელით სოციალურ ქსელში …

ახალი მეჩეთის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს იქნება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთის პროექტის რამდენიმე ვარიანტი  განიხილება. საბოლოო ვერსია კი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. „ფოტოზე რაც არის, იმაზე დახვეწილი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ პროექტის სხვა ვარიანტებსაც.  შესაძლებელია ბევრი …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …

Exit mobile version