ლაშა კომახიძის კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი – რატომ ვერ შეიქმნა ბიზნესცენტრი

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა ბათუმის ბიზნესცენტრის შექმნაზე ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ორი წლის წინ დამტკიცებული პროგრამით ბიზნესცენტრისთვის ჯამში 5 მილიონ 250 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან, 2018-2019 წლებში – 3 მილიონ 50 ათასი ლარი. „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით ქალაქის ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ არის დახარჯული. ამასთან, ბიზნესცენტრის დაპროექტებისთვის მერიამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება …

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას?  უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა …

141 600 ლარი „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 141 600 ლარი გამოყო ახალგაზრდული ცენტრისათვის. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდული ცენტრი იქნება ინტელექტუალური სივრცე ახალგაზრდებისთვის, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნულ განვითარებას, კონფერენციების მოწყობას და დაეუფლებიან პროექტების წერის ტექნიკას; ხოლო შემდგომ თავად დაწერენ და განახორციელებენ პროექტებს. …

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს. როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე …

Exit mobile version