„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი …
Tag Archives: მელანო ფუტკარაძე
“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ. “გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი …
რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია
“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს. „ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ მიუჩნევიათ. ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ვის კითხავენ, რა …
Continue reading “რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია”
როგორ აგებენ ექიმები პასუხს დარღვევებზე ევროპაში
„თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის შემდეგ ექიმ დაისაჯა?“ – ეს აჭარის პოლიციის უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჰკითხა საპროტესტო აქციაზე, სადაც ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციის უფროსი ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა აქციის მონაწილეებს. აქცია არ შეწყდა. იმავე საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერა. ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე ამ …
Continue reading “როგორ აგებენ ექიმები პასუხს დარღვევებზე ევროპაში”
„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
როდის გაარკვევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს? – კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესასწავლად საბჭოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს, განხილვის ვადა დადგენილი არ აქვს. სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, განხილვის დროს დამოკიდებულია დოკუმენტაციის რაოდენობაზე. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ორივე კლინიკაში, ბათუმის „მედცენტრსა“ და რეფერალურ …
Continue reading “„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე”
ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად
დღეს, 25 მარტს, „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების“ ოფისის წინ ბათუმში არსებული სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალმა აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ პაციენტის გარდაცვალების ან სხვა პრეტენზიების შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სამედიცინო პერსონალს არ უნდა ადანაშაულებდნენ. ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც გადაუგზავნიან. „ჩვენ მომავალში შევძლებთ თავის დაცვას და არავის …
Continue reading “ბათუმელი ექიმები: არავის მივცემთ უფლებას, ექიმს სახელი გაუტეხოს დაუმსახურებლად”
ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს
ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალური კლინიკა დატოვა. მან ექიმის უფლებამოსილება საკითხის გამოკვლევის დასრულებამდე საკუთარი სურვილით შეიჩერა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ დაუდასტურა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. გუშინწინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამ ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე იმ სამედიცინო პერსონალის, ვინც მელანოს მკურნალობდა. „ექიმმა საკუთარი სურვილით შეიჩერა უფლებამოსილება. ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ საკითხს სრულად გამოვიკვლევთ და არც …
Continue reading “ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს”
“ექიმმა გაგვცეს პასუხი” – 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების აქცია რეფერალურთან
საპროტესტო აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა მოაწყვეს. ამ წუთებში ისინი საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ერთ-ერთი ექიმის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ. “გამოვიდეს ექიმი ეკა და გაგვცეს პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათ დაცვის სამსახური ექიმთან შეხვედრას დაჰპირდა. შეკრებილები ასევე ითხოვენ რეფერალურ საავადმყოფოში ექოსკოპიის განყოფილების ხელმძღვანელის სამსაზურიდან გაშვებასაც. ოჯახის …
Continue reading ““ექიმმა გაგვცეს პასუხი” – 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების აქცია რეფერალურთან”
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგო დილით სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნოდარ ქათამაძემ უთხრა, გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძამ. მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დღეს, 23 მარტს, რეფერალურ ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციაც გამართეს და ჰოსპიტლის მთავარი ექიმის …
Continue reading “ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგო დილით სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს”