სარფის საბაჟოზე ქრთამის აღებისთვის მებაჟეს 6 წელი მიუსაჯეს

ქრთამის აღებისთვის სარფის საბაჟოზე დასაქმებულ მებაჟეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, მებაჟემ 3 ათასი ლარი აიღო კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლისგან, რომელსაც რეგულარულად სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოჰქონდა. ბრალდებული 2017 წლიდან ტვირთს ამოწმებდა და სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიან ბაზაში ამუშავებდა. სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ბათუმში მებაჟეს …

დღეს საბაჟოზე მომხდარ ინცინდენტს თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს, 16 ოქტომბერს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში წერილობით კომენტარს აკეთებს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ: „ქალბატონის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, საჭირო ზომების გასატარებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, სადაც მითითებული უნდა იქნას ინციდენტის დრო და ადგილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი გადაეცემა  თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს და …

მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა

მოქალაქე ნათია შავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ თურქი მესაზღვრე მას უხეშად მოექცა. მისი თქმით, საზღვრის კვეთის დროს მებაჟემ ჯერ საზღვრის კვეთის ნებართვა მისცა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ძალით წაართვა, უარი ჩაურტყა და პასპორტი ესროლა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ნათია შავაძე ამბობს, რომ არ იცის რამ გააღიზიანა მესაზღვრე. „ალბათ მანამდე …

სამინისტრო მებაჟე-ოფიცრების თანამდებობებზე ვაკანსიებს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვაკანსიებს აცხადებს მებაჟე-ოფიცრების ვაკანსიებზე. ვაკანსიები გამოცხადებულია საბაჟო დეპარტამენტის 12 საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერზე, მათ შორის ,,ბათუმის აეროპორტში”, ,,ბათუმის პორტსა” და  ,,სარფში”. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში  სამ თანამშრომელს, ბათუმის აეროპორტში ორს, სარფში კი რვა თანამშრომელს აიყვანს. მებაჟე-ოფიცრების თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ …

Exit mobile version