„გვამუშავეს და ხელფასი არ მოგვცეს. ასაღები გვაქვს 27 ათასი ლარი, სულ 15 მუშა ვართ,“ – ამბობს ლევან კილაძე. ის გონიოში სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდა. 16-სართულიან სასტუმროს გონიოში კომპანია „ლაბაუ გონიო“ აშენებს. ეს კომპანია სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მშენებლობა მიმდინარეობს. „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა. ის ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციებს ფლობს. „ჩვენ აქ …
Tag Archives: მგზავრები
რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოში მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა და ქალაქებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ. ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებმა მინიმუმ 1-2 მეტრის დისტანცია უნდა დაიცვან ერთმანეთისგან, თუმცა ბათუმის რამდენიმე მუნიციპალურ ავტობუსში ამ რეკომენდაციის დაცვა შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსები ხალხითაა სავსე. „დღეს შედარებით ბევრი მგზავრი იყო. ყველაზე მეტი დატვირთვა აქვს N12 ავტობუსს, რადგან გრძელ …
Continue reading “რამდენად შესაძლებელია კორონავირუსის პრევენცია მგზავრებით სავსე ავტობუსში?”
ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში. ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 …
Continue reading “ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19”
ცეცხლი გაუჩნდა „მეტროს“ ავტობუსს, რომელსაც 50 მგზავრი გადაჰყავდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 18 ნოემბერს, გამთენიისას, კომპანია „მეტროს“ სამგზავრო ავტობუსს, რომელსაც 50 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაცით, მგზავრები არ დაშავებულან. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურებას გულისხმობს. რამ გამოიწვია სამგზავრო ავტობუსში ცეცხლის გაჩენა და უკავშირდება თუ არა ეს ავტოტრანსპორტის გაუმართაობას, ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
11 თვეში საქართველოს აეროპორტები ოთხი მილიონ 688 177 მგზავრს მოემსახურა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23 პროცენტით გაიზარდა და ჯამურად, 4 688 177 მგზავრს მოემსახურა. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261 209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტი 11 თვეში – 3 547 553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 …
Continue reading “11 თვეში საქართველოს აეროპორტები ოთხი მილიონ 688 177 მგზავრს მოემსახურა”
ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ
„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა. ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარი, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარი უნდა მიეღო ჰონორარის სახით. „მგზავრების“ კონცერტი ბათუმში …
Continue reading “ჩამოვლენ თუ არა „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ ბათუმში საახალწლოდ”