რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში: …

2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან …

მაჭახლის ხეობის 9 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მაჭახლის ხეობის სოფლების მოსახლეობამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. პრემიერის პრესსამსახურის …

დამატებითი მოთხოვნები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შუახევში

შუახევის საკრებულომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციები დაადგინა. მოქალაქემ, ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭება სურს, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად სტატუსის მინიჭების საბჭოს უნდა წარუდგინოს იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. საქართველოს შესაბამისი კანონით კი ორი მოწმის …

შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, ე.წ. „მთის კანონით“ 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭებისას კი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, კანონით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა …

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. „ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას …

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და …

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე …

მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა

გარკვეული ფიზიკური პირების მიმართ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტები თავიანთი ინიციატივით, კანონით, 2016 წლის 15 იანვრამდე, ახორციელებდნენ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი აღნიშნული ვადა ერთი თვით, 2016 წლის 15 თებერვლამდე გადაიწია. შესაბამისად: „სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი 2016 წლის 15 თებერვლამდე თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც: …

შეღავათები ელექტროენერგიის გადასახადსა და გათბობაზე მაღალმთიანეთში

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიიღებენ, ხოლო გათბობის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან იზრუნებს. მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. რაც შეეხება გათბობას, ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის …

პენსიონერები, პედაგოგები და ექიმები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით სექტემბრიდან ისარგებლებენ

პენსიონერები, სოციალიურად დაუცველები, ექიმები, ექთნები, მასწავლებლები და მწვრთნელები მაღალმთიან დასახლებაში შეღავათებით 2016 წლის 1 სექტემბრიდან ისარგებლებენ. მთავრობას,  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის  შეღავათების დაწესებას, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს. აღნიშნული კანონით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფომ უნდა  უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესება: საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს …

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს ფულად  დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით –  არანაკლებ 200 ლარს. აღნიშნული შეღავათების გაცემას მაღალმთიან დასახლებაში …

Exit mobile version